შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ნამოხვანჰესის მოწინააღმდეგეებმა გორში აქცია გამართეს

ახალი ამბები
წყარო:  შიდა ქართლი / http://qartli.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 18 აპრილი 2021
"გორი რიონის მცველების მხარდასაჭერად", - ამ სლოგანით აქცია მიმდინარეობს გორში. თეატრის სკვერში შეკრებილები თვლიან, რომ რიონის ხეობაში გიგანტური ჰესი არ უნდა აშენდეს. მათი თქმით, აცილებელია რომ ხელისუფლებამ გაითვალისწინოს აქციის მონაწილეების მოთხოვნა, წინააღმდეგ შემთხვევაში პროტესტი უფრო მწვავე ფორმებს მიიღებს. ,,შეკრება ემიჯნება ყველა პოლიტიკურ პარტიას და არის აბსოლუტურად მშვიდობიანი. აქციის მთავარი მიზანია საჯარო თანადგომა გამოვუცხადოთ რიონის ხეობის მცველებს, პატივი ვცეთ მათ მიერ არჩეულ მშვიდობიან და აპოლიტიკურ პროტესტის ფორმას და ჩვენც, ყოველგვარი პოლიტიკური ლოზუნგებისა და პირადი ამბიციების გარეშე, მხარდაჭერა გამოვუცხადოთ მათ. - აღნიშნავს ილია კუხალაშვილი.
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია