შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

წნორში მზესუმზირის ზეთის წარმოება იწყება

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 04 მაისი 2021

ბიომეურნეობა „სამყურა“ მზესუმზირის ზეთის წარმოებას იწყებს.

მეურნეობის მფლობელი, ნიკა ბეგალიშვილი აცხადებს, რომ პროდუქცია ბაზარზე აგვისტოს ბოლოდან გამოჩნდება.

,,ზეთის წარმოებას აგვისტოდან დავიწყებთ. მზესუმზირა უკვე დათესილი გვაქვს 3 ჰექტარზე და მისგან დავამზადებთ ზეთს ცივი და ცხელი გამოხდის მეთოდით. სარეალიზაციოდ ორივე აგვისტოს ბოლოსთვის. გვექნება. გაყიდვები იწარმოებს როგორც ჩვენს გვერდზე ონლაინ, ასევე სუპერ-მარკეტებში, სადაც ბიო პროდუქცია იყიდება“ – განაცხადა ნიკა ბეგალიშვილმა.

ცნობისთვის, ბიო მეურნეობა „სამყურა“ ალაზნის ველზე, წნორში მდებარეობს და მის მიერ წარმოებული პროდუქცია ბაზარზე 2018 წლიდან იყიდება.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია