კახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

თელავისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტებში, ხე-ტყის უკანონო ჭრის ფაქტი გამოავლინეს

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 14 ივნისი 2021

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ჭრისა და ტრანსპორტირების 3 ფაქტი გამოავლინეს.

თელავისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტებში, სოფელ კისისხევის ტყეში და სოფელ ოზაანის მიმდებარედ, მოქალაქეები შესაბამისი დოკუმენტაციის გარეშე ახდენდნენ უკანონოდ მოპოვებული წიფლის, რცხილასა და თელას სახეობის, I და II ხარისხის – ჯამში – 3 მ3-მდე ხე-ტყის ტრანსპორტირებას.

ხოლო ყვარლის მუნიციპალიტეტში, სოფელ მთისძირის მიმდებარედ, მოქალაქეს უკანონოდ გადაჰქონდა წაბლის სახეობის 4 ერთეული I ხარისხის მორი. სამართალდამრღვევების მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმები. მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, შესაბამის უწყებას გადაეგზავნა.

მარიამ ოქროცვარიძე

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია