კახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

საქსტატი- საქართველოში ყოველი მე-7 ადამიანი ღატაკია

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 14 ივნისი 2021

საქართველოში თითქმის ყოველი მე-7 ადამიანი ღატაკია სოციალური მომსახურების სააგენტოს ბოლო, მაისის სტატისტიკის მიხედვით, ქვეყანაში საარსებო შემწეობას 551 638 ადამიანი იღებს, რაც იანვართად შედარებით 19 396-ით მეტია, წლის დასაწყისში შემწეობას 532 242 ადამიანი იღებდა.

ერთ მილიონს გადააჭარბა სოციალური მომსახურების სააგენტოს ბაზაში რეგისტრირებულთა რაოდენობამაც, ანუ მათი რიცხვი, ვინც თვლის, რომ ღარიბია და დახმარებას საჭიროებს. bpn.ge-ს ინფორმაციით, უფრო კონკრეტულად, 2021 წლის მაისში ასეთი ადამიანების რიცხვი შეადგენდა 1 049 586-ს, წლის დასაწყისში კი 1 020 375-ს.

სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, დღეს საქართველოში 3 728 600 ადამიანი ცხოვრობს, აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში თითქმის ყოველი-7 ადამიანი ღატაკია და ფულად შემწეობას სახელმწიფოსგან იღებს, თითქმის ყოველი მე-4 კი ფიქრობს, რომ ღარიბია და მას დახმარება სჭირდება.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია