იმერეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ქუთაისი და სვანეთი სატელევიზიო შოუს ,,არიოლი და რეშკა - სამყაროს საოცრებები“ ობიექტივში მოხვდა

საზოგადოება
წყარო:  New Press / http://newpress.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 14 ივნისი 2021

ცნობილმა უკრაინულმა სატელევიზიო შოუმ ,,არიოლი და რეშკა - სამყაროს საოცრებები“ მორიგი გადაცემა საქართველოზე, კერძოდ, სვანეთზე მოამზადა. შოუს გადამღები ჯგუფი საქართველოს კიდევ ერთხელ ეწვია. ამჯერად მათი მასპინძელი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანება’’ იყო.  სცენარის მიხედვით, საქართველოში ტურისტად ჩამოსული შოუს მონაწილეები ანტონი და ვასილისა სხვადასხვა სატრანსპორტო საშუალებებას ეძებენ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან სვანეთში მოსახვედრად. როგორც სვანეთთან ყველაზე ახლოს დაკავშირებული საერთაშორისო აეროპორტი, გადაღებების ნაწილი ქუთაისის განახლებულ აეროპორტში წარიმართა. საიდანაც მესტიის მიმართულებით ე.წ. შოუს მდიდარი მონაწილე გოგონა საკუთარი თვითმფრფინავით გაემგზავრა, ხოლო შოუს ღარიბი მონაწილე ბიჭი, რომელსაც მონეტით კენჭისყრისას 100 $ შეხვდა, სვანეთამდე ქუთაისიდან სამარშრუტო ტაქსით. 

სატელევიზიო შოუში საქართველოს ორი აეროპორტი წარმოჩინდა, როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივი. ტურისტული მიმართულებით კი  საქართველოს ორი რეგიონი: იმერეთი და სვანეთი. 

,,საქართველო არის ქვეყანა, რომელიც განსაკუთრებული სტუმარ-მასპინძლობით გამოირჩევა. ჩვენ მის ყველაზე კოლორიტულ ნაწილში, სვანეთში მივემგავრებით. ჩვენი დღევანდელი საოცრება იდუმალი სვანური კოშკებია,-‘’განაცხადეს წამყვანებმა სათავგადასავლო გადაცემის დასაწყისში. 

სათავგადასავლო ჟანრის გადაცემა კვირაში ერთხელ Novy არხზე გადის ეთერში და ასევე, კომბინირებულად რუსეთშიც  მაუწყებლობს FRYDAY TV Channel-ზე. ,,არიოლ ი რეშკას“ ჯამში 70 მლნ მაყურებელი ჰყავს. 2014 და 2016 წლებში მიღებული აქვს ჯილდოები საუკეთესო გასართობი შოუსთვის. ასევე, უკრაინის უმაღლესი სატელევიზიო ჯილდო ტელეტრიუმფი. 

 

გადაცემის ლინკი: https://www.youtube.com/watch?v=knoffVQzcUg&ab_channel=%D0%9E%D1%80%D0%B5%D0%BB%D0%B8%D0%A0%D0%B5%D1%88%D0%BA%D0%B0

 

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია