კახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

კახეთში კორონავირუსის 889 შემთხვევა დაფიქსირდა

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 13 ოქტომბერი 2021

კახეთის რეგიონში კორონავირუსის 889 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

ინფორმაცია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ეროვნულმა ცენტრმა ცოტახნის წინ გამოაქვეყნა. აღნიშნული მონაცემების მიხედვით, თბილისის და იმერეთის შემდეგ, კახეთის რეგიონში ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა.

დაავადებათა კონტროლის კახეთის განყოფილების უფროსის, ნელი ხიზანიშვილის თქმით, განსაკუთრებით მძიმე ვითარება თელავის და გურჯაანის მუნიციპალიტეტებშია, სადაც ინფიცირების თითქმის ნახევარი ფიქსირდება.

მისი თქმითვე, დაიკეტა რამდენიმე ათეული საბავშვო ბაღი, სხვადასხვა სასწავლო დაწესებულების 80-მდე კლასი გადასულია დისტანციური სწავლის რეჟიმზე, დაიკეტა რამდენიმე სკოლაც.
ნელი ხიზანიშვილის განმარტებით, ეპიდსიტუაციის გაუარესება რეგიონში რთვლის და ტურისტული სეზონის დროს მოსახლეობის მაღალმა მობილობამ და ვაქცინაციაზე მოთხოვნის შემცირებამ გამოიწვია.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია