კახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი საქართველოში ჩამოდის

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 13 ოქტომბერი 2021

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი თავის გუნდთან ერთად ევროპულ ტურნეში გაემგზავრება, ამის შესახებ ინფორმაცია პენტაგონის პრესსპიკერმა ჯონ კირბიმ ბრიფინგზე გაავრცელა.

“თავდაცვის მდივანი და მისი გუნდი მომავალ კვირაში ევროპაში ვიზიტისთვის ემზადებიან. თავდაცვის მდივანი ეწვევა საქართველოს, უკრაინას და რუმინეთს. ის დაასრულებს ამ მნიშვნელოვან ვიზიტს ბრიუსელში, სადაც ის ნატოს თავდაცვის მინისტერიალზე პარტნიორებს შეხვდება,“ –
აღნიშნა ჯონ კირბიმ.

ვიზიტის ზუსტი თარიღები მედიისთვის, ჯერჯერობით, ცნობილი არ არის.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია