შიდა ქართლი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

გორში საწარმოები ,,ნაქარ ვაშლს 22 თეთრად 15 დეკემბრამდე ჩაიბარებენ

მულტიმედია
წყარო:  შიდა ქართლი / http://qartli.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 24 ნოემბერი 2021
დღევანდელი მდგომარეობით არასტანდარტული ვაშლის (ე.წ. ნაქარი ვაშლის) რეალიზაციის ხელშეწყობის პროგრამაში ჩართულია 12 კომპანია, საიდანაც გადამუშავებული ვაშლის რაოდენობამ 31,000 ტონაზე მეტი შეადგინა. მათ შორისაა კომპანია ,,ნატურალ 7, რომლის საწარმოში სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, 5,500 ტონაზე მეტი არასტანდარტული ვაშლი გადამუშავდა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრეს-სამსახურის ცნობით, ფერმერები პროგრამაში ჩართულ ხილის გადამმუშავებელ საწარმოებში, არასტანდარტული ვაშლის ჩაბარებას, არანაკლებ 22 თეთრად, 15 დეკემბრამდე შეძლებენ. პროგრამის ფარგლებში, არასტანდარტული ვაშლის შესყიდვისას, სახელმწიფო სუბსიდია 1 კგ არასტანდარტულ ვაშლზე 10 თეთრია.
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია