კახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

გურჯაანში კორონავირუსით 17 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 24 ნოემბერი 2021

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაკურციხეში მცხოვრები 17 წლის ახალგაზრდა კორონავირუსის გართულების შედეგად გარდაიცვალა.

არსებული ინფორმაციით, მოზარდს მძიმე ნევროლოგიური დაავადება ჰქონდა, რის გამოც წარსულში ქირურგიული ოპერაციაც ჩაუტარდა.

დედა ემიგრაციაში იყო წასული, ხოლო მამამისი სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია. ბოლო წლები ბებიასთან ცხოვრობდა. აცრილიც არ იყო და კოვიდი ადვილად მოერია“,- აცხადებენ ოჯახის ახლობლები.

ახალგაზრდის გარდაცვალების ფაქტს ადასტურებენ, სოფელ ბაკურციხის ოჯახის ექიმებიც. მომხდარი ფაქტი, რეგიონში 18 წლამდე ასაკის პირის, კოვიდით გარდაცვალების პირველი შემთხვევაა.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია