კახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

როდიდან განახლდება სააღმზრდელო პროცესი გურჯაანის ბაგა-ბაღებში

განათლება
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 30 ნოემბერი 2021
პირველი დეკემბერიდან გურჯაანის მუნიციპალიტეტის ყველა საბავშვო ბაღი გაიხსნება. სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანების ხელმძღვანელის ლელა თავდორაშვილის განმარტებით, ყველა თანამშრომელი დაიტესტება და ბაღები დასუფთავდება სადეზინფექციო ხსნარებით.

„გურჯაანის 37 საბავშვო ბაგა - ბაღში დასაქმებულია 550 თანამშრომელი. დღეის მდგომარეობით 220 უკვე აცრილია. თუ ეპიდსიტუაცია უარესობისკენ არ შეიცვალა, გვაქვს ძალიან დიდი სურვილი, რომ პირველი დეკემბრიდან განახლდეს სააღმზრდელო პროცესი. ჩვენი გათვლებით პირველი დეკემბრისთვის ბაღების თანამშრომელთა 50 პროცენტი იქნება უკვე აცრილი. შევეცდებით რაც შეიძლება უსაფრთხო გარემო შევქმნათ აღსაზრდელებისთვის. 29 ნოემბერს ყველა თანამშრომელი გამოცხადდება სამსახურში და ორი დღის განმავლობაში ჩატარდება სადეზინფექციო სამუშაოები. გატარდება ყველა ის ღონისძიება რაც აუცილებელია კოვიდპანდემიიდან გამომდინარე.“

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია