კახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

მოჭადრაკე გიორგი წანაწყენიშვილი კიდევ ერთი ტურნირის გამარჯვებულია

სპორტი
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 30 ნოემბერი 2021
21 ნოემბერს გურჯაანის საჭადრაკო სკოლაში კახეთის მასშტაბით სოსო კიკილაშვილის სახელობის ტურნირი ჩატარდა. ტურნირში მონაწილეობას იღებდნენ: დედოფლისწყაროს, საგარეჯოს, თელავის, ლაგოდეხის და გურჯაანის გუნდები, სულ 17 მონაწილე.

ჭადრაკის სკოლის დირექტორის და კახეთის ჭადრაკის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტის გიორგი ქიტესაშვილის განცხადებით, შეჯიბრი შვიდ ტურად, შვეიცარული სისტემით მიმდინარეობდა.
„ ყველაზე მაღალი შედეგით ექვსნახევარი ქულით პირველ ადგილზე გავიდა გურჯაანელი გიორგი წანაწყენიშვილი, მეორე ადგილზე კი მისი ძმა ალექსანდრე წანაწყენიშვილი. მესამე ადგილი დაიკავა საგარეჯოელმა ზუკა გამრეკელიშვილმა. შედეგით კმაყოფილი ვარ. პირველი ადგილის მფლობელი დაჯილდოვდა გარდამავალი თასით, მეორე ადგილის მფლობელს გადაეცა ფულადი ჯილდო 60 ლარი, ხოლო მესამე ადგილზე გასული დაჯილდოვდა 40 ლარით. გამარჯვებულებს თანხა დედოფლისწყაროს მწვრთნელმა გოგი კიკილაშვილმა გადასცა. მე გამარჯვებულები და პატარა მოჭადრაკეები ძვირფასი საჭადრაკო ლიტერატურით დავაჯილდოვე. “

გიორგი წანაწყენიშვილი შედეგით კმაყოფილია და მომავალ ტურნირებზე საუბრობს.
„თამაში ჩატარდა შვიდ ტურად. ყველა მოჭადრაკე ისე იბრძოდა როგორც შეეძლო. საკმაოდ ძლიერი მოწინააღმდეგეები მყავდა. რამდენიმე დღეში თბილისში ჩატარდება საქართველოს 20 წლამდე ასაკის მოჭადრაკეების ჩემპიონატი და იქ ვაპირებ მონაწილეობის მიღებას. ამის შემდეგ კი გაიმართება ონლაინ ევროპის 17 წლამდე სასკოლო ჩემპიონატი სადაც მე და ჩემი ძმა ვითამაშებთ.“

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია