შიდა ქართლი
გორის მერიაში უარყოფენ, რომ მერობის პერიოდში ვლადიმერ ხინჩეგაშვილი მასტერკლასებს ატარებს
მულტიმედია
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
25 იანვარი 2022
გორის მუნიციპალიტეტის მერია qartli.ge-ს მიერ გავრცელებულ
ინფორმაციას ეხმაურება, რომლის მიხედვით გორის მერი ვლადიმერ
ხინჩეგაშვილი პრაქტიკოს მასწავლებლად აშშ-ში, კერძოდ ,,ნიუ-იორკის
რეგიონალურ საწვრთნელ ცენტრში"" მუშაობს და ამ ცენტრის
პრაქტიკოს-მასწავლებელია.
ჯერ კიდევ 2021 წლის 16 ნოემბერს, ნიუ-იორკის საჭიდაო სკოლამ
გამოაქვეყნა აფიშა, რომლის მეშვეობით, მოჭიდავეებს ამცნო, რომ მათთან
პრაქტიკულ მეცადინეობას ოლიმპიური ჩემპიონი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი
ჩაატარება. აღნიშნულ პერიოდში ვლადიმერ ხინჩეგაშვილი უკვე მერის
თანამდებობას იკავებს.