კახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

1 თებერვლიდან უსიმპტომო პირების ტესტირება აღარ მოხდება

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 25 იანვარი 2022

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით უსიმპტომო ადამიანების ამ ეტაპზე ტესტირებას და კონტაქტებს არავითარი მნიშვნელობა არ აქვს.

ამის შესახებ მან დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა და აღნიშნა, რომ ამ წინადადებით საკოორდინაციო საბჭოს უკვე მიმართა.

„1 თებერვლიდან დროებით უსიმპტომო, გარდა სამედიცინო პერსონალისა, უსიმპტომო პირების ე.წ. სისტემური ტესტირება შევაჩეროთ გარკვეული პერიოდით, იმიტომ, რომ ძირითადად გადავერთოთ მხოლოდ სიმპტომებიანი ადამიანების და რა თქმა უნდა სიმპტომებიანი ადამიანები, ყველა სასურველია რომ გაიტესტონ, დადასტურდეს რომ არის ინფექცია და შესაბამისად იმოქმედონ მერე იმ ალგორითმით, რომელიც დღეს დადგენილია“-
განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია