კახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

50 წელს გადაცილებული პირებისთვის ვაქცინაციის წახალისების პროგრამა ერთი თვით გახანგრძლივდება

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 25 იანვარი 2022

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის, გიორგი ღიბრაძის განცხადებით, 50 წელს გადაცილებული პირებისთვის ვაქცინაციის წახალისების პროგრამა ერთი თვით გახანგრძლივდება.

ამის შესახებ ღიბრაძემ უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„გადაწყდა, რომ 50 წელს გადაცილებული პირების აცრის წახალისებისთვის პროგრამა 1 თვით გახანგრძლივდება“,
– აღნიშნა გიორგი ღიბრაძემ.

ცნობისთვის, ვაქცინაციის წამახალისებელი პროგრამა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 2021 წლის 8 ნოემბრიდან, თავდაპირველად 60 წლის ზემოთ მოქალაქეებისთვის ამოქმედდა.

2022 წლის იანვრიდან კი, პროგრამაში 50 წელს ზემოთ მოქალაქეები ჩაერთნენ. ვაქცინაციის პირველი დოზის გაკეთების შემდეგ 50 წელს ზემოთ მოქალაქეები 200 ლარს იღებენ.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია