კახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

თუშეთში წარმოებულ “უშაროს” ჩაის ირლანდიაში დააგემოვნებენ

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 13 მაისი 2022

სამკურნალო ჩაის და სანელებლების მწარმოებელი კომპანია „უშარო“ მაისის ბოლოს სატესტო ვერსიას ირლანდიაში გააგზავნის.

როგორც კომპანიის დამფუძნებელი გიორგი სეხნიაიძე აცხადებს, ეს იქნება მცირე პარტია, დადებითი შეფასების მიღების შემთხვევაში თუშეთში წარმოებული პროდუქცია უკვე ირლანდიაში, მაღაზიების დახლებზე განთავსდება.

მისი თქმით, კომპანიის წარმოებული პროდუქცია უკვე აქტიურად იყიდება ინგლისში, ლონდონში არსებულ ქართულ მაღაზიაში. თუშეთში წარმოებული ჩაის, კონკრეტულად კი, ბექქონდარას ევროპაში რეალიზება დაახლოებით 6 თვეა, მცირე პარტიებით დაიწყო.

„უშარო“ საოჯახო ტიპის ბიზნესია, რომელიც თუშეთში, სოფელ შენაქოში 5 სახეობის მცენარეულ ჩაი- მათ შორის: ბექთქონდარი, დეკა, თავშავა, გვირილა, პიტნა, მოცვის ფოთოლი, 3 სახეობის მურაბას (ტყის ჟოლო,გირჩი, მოცვი) და სანელებლებს აწარმოებს. უახლოეს მომავალში კომპანია ასორტიმენტის გაფართოებასაც გეგმავს. განიხლება დამატებით, რამდენიმე მცენარეული ჩაის წარმოება.

მცენარეები თუშეთში, ზღვის დონიდან დაახლოებით 2000 მეტრს ზევით მოიპოვება. კომპანიამ პირველი პროდუქცია 2016 წელს გამოუშვა.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია