კახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

მერიამ გურჯაანის კულტურის სახლის რეაბილიტაციაზე ტენდერი გამოაცხადა

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 13 მაისი 2022

ქალაქ გურჯაანის კულტურის სახლს რეაბილიტაცია ჩაუტარდება.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიამ სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა.

უწყების ინფორმაციით, პროექტი, საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდება და ითვალისწინებს შენობაში გათბობის, გაგრილების და ვენტილაციის სისტემების მოწყობას. ასევე, შეიცვლება შენობის შიდა კარ-ფანჯრები.

მერიაში განმარტავენ, რომ ელექტრონულ ტენდერში წინადადებების მიღება 18 მაისს დაიწყება და 23 მაისს დასრულდება.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია