შიდა ქართლი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ნდობის აღდგენის შესაძლებლობების შეფასება წარსულის გააზრების საფუძველზე

მულტიმედია
წყარო:  შიდა ქართლი / http://qartli.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 22 ივნისი 2022
14 და 15 ივნისს ადამიანის უფლებათა ცენტრის ორგანიზებითა და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფონდის IFA (Institut für Auslandsbeziehungen), Funding programme zivik მხარდაჭერით, გაიმართა კონფერენცია - „ნდობის აღდგენის შესაძლებლობების შეფასება წარსულის გააზრების საფუძველზე“ რომელიც 1990-იანი წლების ქართულ-ოსურ და ქართულ-აფხაზურ კონფლიქტებს მიეძღვნა. კონფერენციაზე განხილულ იქნა წარსულის გადაფასებისა და ნდობის აღდგენის ტენდენციები, რომლებზეც მოწვეულმა ექსპერტებმა და ანალიტიკოსებმა ისაუბრეს. კონფერენციას ესწრებოდნენ სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციისა და მედიის წარმომადგენლები. „1990-იანი წლების შეიარაღებული კონფლიქტების შემდეგ 30 წელი გავიდა. შერიგებისა და ნდობის აღდგენის პროცესში, ქართულ მხარეს ჰქონდა მიღწევები, მაგრამ იყო შეცდომებიც, რამაც ჩიხში შეიყვანა დაპირისპირებულ მხარეებს შორის ნდობის აღდგენა და საზოგადოებებს შორის გაუცხოების შემცირების პროცესი. საჭიროა გასული 30 წლის შეცდომებისა და მიღწევების გადაფასება, რათა დაიგეგმოს სამომავლო, შედეგზე ორიენტირებული ქმედებები როგორც სახელმწიფოს მხრიდან, ასევე - სამშვიდობო პროცესში ჩართული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და წარმომადგენლების მიერ.“ - აღნიშნულია ადამიანის უფლებათა ცენტრის განცხადებაში.
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია