კახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

სამაგიდო თამაშების ,,ჯუნიორ კლუბი” თელავში

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 01 ივლისი 2022

თელავში სამაგიდო თამაშების კლუბის ბაზაზე, მოზარდებისთვის ,,ჯუნიორ კლუბი” შეიქმნა.

,,ჯუნიორ კლუბი” ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევს მონაწილეობა მიიღონ, შემეცნებით და გასართობ თამაშებში.

,,კლუბი არის თავისუფალი გასართობ-შემეცნებითი სივრცე, სადაც სამაგიდო თამაშების დახმარებით ბავშვები და მოზარდები აქტიურად იუმჯობესებენ სხვადსხვა უნარ-ჩვევებს. ჩვენს შვილებს სჭირდებათ უფრო მეტი თავისუფალი დრო შემოქმედებითი უნარების განვითარებისთვის. ეკრანებზე და სოციალურ მედიაზე დამოკიდებულება უფრო მეტად ღრმავდება და ქალაქს სჭირდება სივრცე, სადაც ბავშვები ახალ უნარებს გამოიმუშავებენ და მათთვის საინტერესო პროცესებში ჩაებმებიან”,– განაცხადა სამაგიდო თამაშების კლუბის დამფუძნებელმა გიორგი ბეჟანიშვილმა.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია