კახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

საქართველო-ამერიკის დიპლომატიური ურთიერთობის 30 წლის თავი და უკრაინის სოლიდარობის აქცია ყვარელში- ფოტოები

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 01 ივლისი 2022

ყვარელში საქართველო-ამერიკის დიპლომატიური ურთირთობების 30 წლის თავი აღნიშნეს.

ღონისძიება ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო მუზეუმის ეზოში გაიმართა. მის ფარგლებში, სოლიდარობის ნიშნად უკრაინის დროშა გამოიფინა კოშკზე, სადაც დაიბადა ილია ჭავჭავაძე.

ყვარლის ევროკლუბის დამფუძნებელი, ნიკა გურინი Knews.ge-სთან საუბრისას აღნიშნავს, რომ ღონისძიება ილიას დაბადების 185 წლისთავს მიუძღვნეს.

,,ღონისძიება სიმბოლურად გავმართეთ ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო მუზეუმის ეზოში და მივუძღვენით ილია ჭავჭავაძის დაბადების 185 წლისთავს. 130 წელზე მეტის ხნის წინ ილია ჭავჭავაძემ დაწერა: „თუ ღმერთმა ქნა და კაცობრიობის სასახელოდ ამერიკამ თავისი საწადელი აისრულა, ეს დიდი მაგალითი იქნება ევროპისათვისაც” და ძალიან სიმბოლური იყო სწორედ საქართველო-ამერიკის მეგობრობის წლისთავის აღნიშვნა მუზეუმში. ამ ღონისძიებაზე ასევე, ჩვენი მთავარი მესიჯი იყო მშვიდობა და უკრაინის სოლიდარობა.

ღონიძიების ფარგლებში, ამერიკის საზღვაო ქვეითთა ბენდმა ჩაატარა კონცერტი. ასევე, გავხსენით 2 სახის გამოფენა ილიას მუზეუმში: ერთი ფოტო–გამოფენა საქართველო-ამერიკის 30 წლიანი- მეგობრობას ეხება, სადაც წარმოდგენილია მნიშვნელოვანი მომენტები მეგობრობის და ამერიკის საქართველოსადმი მხარდაჭერის შესახებ. მეორე გამოფენაზე კი, რომელიც უკრაინის საელჩოს დახმარებით მოეწყო, არის უკრაინელი ბავშვების ფოტოები წარმოდგენილი. ფოტოებზე 20 ბავშვია, მათ აცვიათ უკრაინის ნაციონალური ტანსაცმელი და ისინი არიან უკრაინელი მებრძოლების შვილები. ეს იყო ჩვენი მთავარი მესიჯი, რომ ვდგავართ უკრაინელების გვერდით და ვართ სოლიდარულები”,- განუცხადა knews.ge-ს ნიკა გურინმა.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია