კახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

საია – პოლიციელების მიერ მამაკაცის ცემისა და შემდგომ გარდაცვალების საქმე ევროპულ სასამართლოში არსებით განხილვის ეტაპზე გადავიდა

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 22 სექტემბერი 2022

პოლიციელების მიერ ზვიად მთავრიშვილის ცემისა და შემდგომ გარდაცვალების საქმე ევროპულ სასამართლოში არსებით განხილვის ეტაპზე გადავიდა, – ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ავრცელებს“.

მათივე ინფორმაციით, სასამართლომ საქართველოს მთავრობას, როგორც მოპასუხე სახელმწიფოს, მთავრიშვილის საქმესთან დაკავშირებით შესაბამისი კითხვებით უკვე მიმართა.

როგორც საია-ში აღნიშნავენ, საქმე შეეხება, 2019 წლის 15 აპრილს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჭრეთში მცხოვრები ზვიად მთავრიშვილის მიმართ პოლიციელთა მხრიდან განხორციელებულ სავარაუდო ძალადობასა, და აღნიშნულის შედეგად, გარდაცვალებას.

„2022 წლის 20 სექტემბერს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ზვიად მთავრიშვილის არასათანადო მოპყრობისა და მისი გარდაცვალების საქმის არსებითი განხილვა დაიწყო. კერძოდ, სასამართლომ საქართველოს მთავრობას, როგორც მოპასუხე სახელმწიფოს, მთავრიშვილის საქმესთან დაკავშირებით შესაბამისი კითხვებით მიმართა.

საქმე შეეხება, 2019 წლის 15 აპრილს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჭრეთში მცხოვრები ზვიად მთავრიშვილის მიმართ პოლიციელთა მხრიდან განხორციელებულ სავარაუდო ძალადობასა, და აღნიშნულის შედეგად, გარდაცვალებას. ასევე, ამ ფაქტებზე არაეფექტიანი გამოძიების წარმოებას. აღსანიშნავია, რომ ევროპულმა სასამართლომ საჩივარში დაყენებულ ყველა მუხლთან დაკავშირებით დაუსვა კითხვები საქართველოს ხელისუფლებას. სრული განცხადება იხილეთ ბმულზე“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია