შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

გურჯაანის სასამართლომ გარემოს დაცვის უფროსის დაჭრაში ბრალდებული გაათავისუფლა

სამართალი
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 20 დეკემბერი 2019
გურჯაანის რაიონულმა სასამართლოს მოსამართლე ნუნუ ნემსიწვერიძემ, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონალური სამსახურის უფროსის დაჭრაში ბრალდებული თორნიკე ტურიაშვილი 5000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.
ადვოკატ არჩილ ჩოფიკაშვილის ინფორმაცით, ტურიაშვილს კანონით განსაზღვრული წინასწარი პატიმრობის ცხრათვიანი ვადა ამოეწურა.

-„იმის გათვალისწინებით რომ 22 დეკემბერს უკვე იწურებოდა კანონით გათვალისწინებული ცხრათვიანი ვადა, ჩემი შუამდგომლობის საფუძველზე მოსამართლემ თორნიკე ტურიაშვილს პატიმრობა გირაოთი შეუცვალა და სხდომის დარბაზიდან გაათავისუფლა. საქმისწარმოება გაგრძელდება, ამ ეტაპზე იკითხებიან ბრალდების მხარის მოწმეები. ცხრა თვის ვადაში ვერ დასრულდა პროცესი, რადგან გამოძიება მიმდინარეობს უხარისხოდ. წინასასამართლო სხდომა ბრალდების მხარემ რამდენჯერმე გადაწია და მოითხოვა ვადის დამატება, თუმცა არც ამ ვადის განმავლობაში ჩატარებულა საჭირო გამოძიება,“ - განაცხადა ადვოკატმა.

ცნობისთვის, თორნიკე ტურიაშვილი და მასთან ერთად უჩა ილაშვილი პოლიციელებმა 21 მარტს დააკავეს. ტურიაშვილს გამოძიება ბესიკ შუბითიძეზე თავდასხმას ედავება, ილაშვილს კი დანაშაულის შეუტყობინებლობას.

რაც შეეხება ადმინისტრაციულ ნაწილს, რომელიც უკანონო ნადირობასა და ელექტროშოკით თევზაობას გულისხმობდა, გურჯაანის სასამართლომ ორივე პირი გაამართლა და დაადგინა, რომ მათ უკანონოდ არ უთევზავიათ.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია