შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ერთი წლის განმავლობაში 1992 სამართალდარღვევის ფაქტი გამოვლინდა

სამართალი
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 30 დეკემბერი 2019
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინსპექტორებმა, 2 750 რეგულირების ობიექტის გეგმური და არაგეგმური ინსპექტირება განახორციელეს, რომლის შედეგად, 1992 სამართალდარღვევა გამოვლინდა.

უწყების ინფორმაციით,  შემოწმდა: ხე-ტყის დამზადების სპეციალური 9 ლიცენზია, სამონადირეო მეურნეობისა და თევზჭერის სპეციალური 10 ლიცენზია, გარემოზე ზემოქმედების ნებართვის/ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის მფლობელი 106 ობიექტი. მათ შორის შემოწმდა პარკების მწარმოებელი 33 ობიექტი, 20 ობიექტზე აიღეს ნიმუშები გენმოდიფიცირებული ცოცხალი ორგანიზმების იდენტიფიცირების მიზნით და ასევე - ქვეყნის მასშტაბით, 188 ავტოგასამართი სადგურის რეზერვუარებიდან დიზელის საწვავის 270 ერთეული სინჯია აღებული.

2019 წელს განხორციელდა პრევენციული ღონისძიებები არარეგისტრირებული სახერხი საამქროების ფუნქციონირების, ასევე უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყის გადამუშავების ფაქტების პრევენციის, გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით. დღეს არსებული მდგომარეობით, მერქნული რესურსების მართვის ელექტრონულ სისტემაში რეგისტრრებულია მრგვალი ხე-ტყის (მორის) გადამამუშავებელი 741 საამქრო. ამასთან, გამოვლინდა 225 არარეგისტრირებული, უკანონო სახერხი საამქრო.

რაც შეეხება შავი ზღვის დაბინძურებისა და თევზჭერის კონტროლს, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოს მიერ, 2019 წელს განხორციელდა საქართველოს ნავსადგურებში შემოსული 251 გემის ინსპექტირება გარემოსდაცვით მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით; სხვადასხვა დარღვევის გამო, 32 მცურავი საშუალების პასუხისმგებელ პირთა მიმართ გატარდა შესაბამისი ზომები. დაფიქსირდა გემებიდან ზღვის დაბინძურების 6 შემთხვევა.

პასუხისმგებელი პირები დაჯარიმდნენ -  65 000 ლარით. გარემოსთვის მიყენებული ზიანის საერთო ოდენობამ შეადგინა 10 806,9 ლარი. შავი ზღვის აკვატორიაში განხორციელებული კონტროლის შედეგად გამოვლინდა თევზჭერის წესების დარღვევის 24 ფაქტი.


დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია