შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

კახეთში ხე-ტყის უკანონო მოპოვების ყველაზე მეტი ფაქტი გამოვლინდა

სამართალი
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 06 თებერვალი 2020
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 1 იანვრიდან 31 იანვრის ჩათვლით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 309 ფაქტი გამოავლინეს.

უწყების ინფორმაციით, მათ შორის 6 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი - 130 ფაქტი გამოვლინდა კახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე. აჭარაში დაფიქსირდა 65 ფაქტი, იმერეთში - 34, ქვემო ქართლში - 29, სამცხე-ჯავახეთში - 18, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 13, შიდა ქართლსა და მცხეთა მთიანეთში - 7-7, რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთში - 4, გურიაში კი - 2 სამართალდარღვევა გამოვლინდა.

ჯამში, ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 450 მ3-მდე ხე-ტყე. მავე პერიოდში, დაფიქსირდა სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 32 ფაქტი. ასევე, ამოღებულია 9 ერთეული დაურეგისტრირებელი სახერხი. მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, შესაბამის უწყებებშია გადაგზავნილი.


დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია