შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადების ფაქტზე ორი პირი დააკავეს

სამართალი
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 21 თებერვალი 2020
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა,  ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება - გასაღების ორი ფაქტი გამოავლინეს და  ორი კომპანიის ხელმძღვანელი დააკავეს.

როგორც გამოძიებამ დაადგინა,  ბრალდებულებმა,  ერთ შემთხვევაში, გაწერეს ყალბი საგადასახადო ანგარიშფაქტურა და სალაროს შემოსავლების ორდერები, თითქოსდა, განხორციელდა 226 456 ლარის ღირებულების სამშენებლო მომსახურების გაწევა, ხოლო, მეორე შემთხვევაში, ბრალდებულმა, დაამზადა და გაასაღა 120 000 ლარის ღირებულების ჯართის ფიქტიურ მიწოდებასთან დაკავშირებული სასაქონლო ზედნადები.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსიყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება - გასაღების ორი ფაქტი გამოავლინა, რაზეც ორი კომპანიის ხელმძღვანელი დააკავას 210-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს, თავისუფლების აღკვეთას 2-დან 4-წლამდე ვადით.


დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია