კახეთი
გურჯაანში ელექტრონული მუსიკის საღამო გაიმართება
კულტურა
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
05 სექტემბერი 2023
29 ივლისს, 20:00 საათიდან გურჯაანის კულტურისა და დასვენების პარკში
ელექტრონული მუსიკის საღამო გაიმართება. მუნიციპალური კულტურის
ცენტრის ინფორმაციით, დასწრება თავისუფალია, თუმცა ღონისძიების
ტერიტორიაზე არ დაიშვებიან ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფი
პირები.
„საღამოს განრიგი ასეთია: 20:00 სთ. - მანათობელი სამაჯურების
დარიგება, 20:30 სთ - DJ Dona, 22:00 სთ - Guka Kashia. სამაჯურს
მიიღებს პირველი 100 სტუმარი. ადგილზე გელოდებათ სხვა ბევრი
სიურპრიზი.
ღონისძიების ტერიტორიაზე არ დაიშვებიან ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ
მყოფი პირები. უსაფრთხოებას გააკონტროლებენ ჩვენი ფარული კამერები და
პოლიცია. დასწრება უფასოა.“ - აცხადებენ კულტურის სახლში.