კახეთი
საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა
საზოგადოება
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
26 სექტემბერი 2023
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 13-14 სექტემბერს საქართველოში
მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, აღმოსავლეთ
საქართველოში ზოგან შესაძლებელია სეტყვა, ხოლო 15 სექტემბერს უმეტესად
უნალექო ამინდი იქნება.
“კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი,
ახმეტა, დედოფლისწყარო,): 13 სექტემბერს დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა
ელჭექით, შესაძლებელია სეტყვა, 14-15 სექტემბერს უმეტესად უნალექოდ.
ჰაერის ტემპერატურა დღისით +24, +26 გრადუსი.”-აცხადებენ
სააგენტოში.
მათივე თქმით, აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში 13 და 14
სექტემბერს დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა ელჭექით, 15 სექტემბერს
უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა დღისით +16, +18 გრადუსი
დაფიქსირდება.
რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში 13-14 სექტემბერს შესაძლოა მცირე
ხანმოკლე წვიმა აღინიშნოს, 15 სექტემბერს- უნალექოდ. ჰაერის
ტემპერატურა დღისით +24, +26 გრადუსია მოსალოდნელი.