კახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

კანონპროექტი არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებს - აშშ საქართველოს აფრთხილებს

პოლიტიკა
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 18 აპრილი 2024
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი მოადგილე, ვედანტ პატელი კვლავ ეხმიანება ე.წ „აგენტები კანონს“ და საქართველოს ხელისუფლებას გაფრთხილებების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს, რადგან აღნიშნული კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებს.

„კვლავ ღრმად ვართ შეშფოთებულები იმის გამო, რომ ეს კანონპროექტი, თუკი მას მიიღებენ, გამოიწვევს სტიგმატიზებას სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა, რომლებიც საქართველოს მოქალაქეების ცხოვრების გაუმჯობესებაზე მუშაობენ, და მედიისა, რომელიც საზოგადოებას ინფორმაციას აწვდის“, - განაცხადა მან 17 აპრილს, ჟურნალისტებთან საუბრისას.

მისივე თქმით, აშშ თვლის, რომ სამოქალაქო საზოგადოება და ჟურნალისტიკა ნებისმიერი დემოკრატიული საზოგადოების ქვაკუთხედს წარმოადგენს.

„მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, მოუსმინოს გაფრთხილებებს იმასთან დაკავშირებით, რომ ეს კანონპროექტი არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებს და ეს ნამდვილად უარყოფითად იმოქმედებს საქართველოს პროგრესზე ევროკავშირის გზაზე“, - თქვა პეტელმა. 



დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია