თბილისში რუსული კანონის საწინააღმდეგო ევროპული მარში ამ წუთებშიც
მიმდინარეობს.
მოქალაქეებმა საპროტესტო აქციაზე შეკრება დღეს, ცხრა საათიდან დაიწყეს
და ამ დროისთვის მომიტინგეთა რიცხვი ათიათასს აჭარბებს.
დემონსტრანტებმა მსვლელობა დევიზით - „კი ევროპას, არა რუსულ კანონს!“
- სამი ლოკაციიდან დაიწყეს: მარჯანიშვილისა და რესპუბლიკის
მოედნებიდან და სამასი არაგველის მეტროდან.
აღსანიშნავია, რომ დღევანდელი ფართომასშტაბიანი საპროტესტო შეკრება
ერთი მხრივ, ევროპის დღეს უკავშირდება, ხოლო, მეორე მხრივ, რუსული
კანონის წინააღმდეგ მიმართული ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციების
გაგრძელებასაც წარმოადგენს.
შეგახსენებთ, რომ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება- რუსული კანონის
ხელმეორედ დაინიცირების შესახებ, საზოგადოებისთვის 3
აპრილს გახდა ცნობილი.
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა რუსულ კანონს მხარი, პირველი
მოსმენით, 17 აპრილს დაუჭირა, რასაც საზოგადოების მხრიდან
ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციები მოჰყვა.
- 29 აპრილს. პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, მმართველი პარტიის
მიერ ორგანიზებული რუსული კანონის მხარდასაჭერი აქცია გაიმართა.
ხელისუფლებამ მოქლაქეთა მობილიზება მთელი ქვეყნის მასშტაბით
განახორციელა. ე.წ კონტრაქციაზე რუსული კანონის მხარდასაჭერად საჯარო
სამსახურის თანამშრომლები და მასწავლებლები გურჯაანიდანაც წაიყვანეს.
- პარლამენტა რუსული კანონი პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით 1 მაისს მიიღო. 83-მომხრე,
23-წინააღმდეგი - ასეთია კენჭისყრის შედეგები
რუსული კანონის წინააღმდეგ მორიგი ფართომასშტაბიანი აქციები ხვალ,
12 მაისსაც არის დაგეგმილი. ცნობილია, რომ მოქალაქეები ღამის გათევას
აპირებენ, რადგან რუსული კანონის მესამე მოსმენით განხილვა 13 მაისსაა
ჩანიშნული.