კახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები რუსული კანონის წინააღმდეგ პროტესტს შეუერთდნენ - რექტორთა საბჭო ემიჯნება სტუდენტთა გაფიცვას

პოლიტიკა
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 22 მაისი 2024
რუსული კანონის წინააღმდეგ პროტესტს თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებიც უერთდებიან და სოლიდარობას უცხადებენ გაფიცულ სტუდენტებს თბილისში. მათი მოთხოვნაა დაკავებული მშვიდობიანი მომიტინგეების გათავისუფლებაც.

„შექმნილი პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები ვაპროტესტებთ რუსული კანონის მიღებას პარლამენტის მიერ, სოლიდარობას ვუცხადებთ თბილისსა და სხვა ქალაქებში მყოფ დემონსტრანტებს და ვგმობთ პოლიციის მხრიდან ძალადობას, უფლებამოსილების გადამეტებას, სამართალდამცავების მიერ ქალების, ახალგაზრდებისა და მოხუცების მიმართ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას, მოვითხოვთ უსამართლოდ, უკანონოდ დაკავებული მშვიდობიანი მომიტინგეების ციხიდან განთავისუფლებას. ჩვენი შეკრება დაორგანიზებულია მხოლოდ და მხოლოდ სტუდენტების მიერ, სტუდენტური თვითმმართველობის და უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მხარდაჭერის გარეშე, სამწუხაროდ. არა რუსულ კანონს, არა რუსეთს, გაუმარჯოს ერთიან, ძლიერ, თავისუფალ, დემოკრატიულ საქართველოს", - ამბობს სტუდენტი გენო ხვიჩავა.

სტუდენტთა პროტესტს თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი ნუცა დეკანოზიშვილიც შეუერთდა.

თავის მხრივ, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ხელი მოაწერა “საქართველოს უნივერსიტეტების ერთობლივ” განცხადებას, რომლითაც სხვადასხვა უნივერსიტეტის რექტორები აპროტესტებენ სტუდენტებისა და ლექტორების გაფიცვას.

განცხადებაში ნათქვამია, რომ აკადემიური სფერო პოლიტიკური პროცესების მიღმა უნდა რჩებოდეს და ლექტორები, რომლებიც არ ატარებენ ლექციებს, არღვევენ შრომით ხელშეკრულებებს.

ამ დროისთვის, აღნიშნულ განცხადებას ხელს 38 უნივერსიტეტი აწერს:

1. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
2. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
3. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი
4. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი
5. საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი
6. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი
7. თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია
8. იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
9. თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია
10. აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი
11. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი
12. სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი
13. გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი
14. შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი
15. სასწავლო უნივერსიტეტი ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია
16. ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტი
17. დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია
18. საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი – სეუ
19. საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია
20. კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
21. საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი
22. საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი
23. კავკასიის უნივერსიტეტი
24. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი
25. ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი
26. აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი
27. დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტი
28. საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი
29. სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტი
30. ბრიტანული სასწავლო უნივერსიტეტი
31. ევროპის უნივერსიტეტი
32. ავიცენა-ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტი
33. თბილისის თავისუფალი აკადემია
34. სასწავლო უნივერსიტეტი გეომედი
35. ახლი უმაღლესი სასწავლებელი-ნიუუნი
36. გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი
37. აღმოსავლეთ-დასავლეთ უნივერსიტეტი
38. თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი


შეგახსენებთ, რომ ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციებისა და სტუდენტთა მასობრივი გაფიცვის მიუხედავად, იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა რუსულ კანონს გუშინ, 13 მაისს, მესამე მოსმენით მხარი რეკორდულად მოკლე დროში, 1 წუთსა და 7 წამში დაუჭირა.

პროტესტის ფონზე, მიმდინარეობს მესამე მოსმენით რუსული კანონის განხილვა პლენარულ სხდომაზე ამ წუთებში. 



დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია