კახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

დავით სონღულაშვილმა და ირაკლი ქადაგიშვილმა კანონპროექტს მხარი კვლავ დაუჭირეს- რუსული კანონის მხარდამჭერი 84 დეპუტატი

პოლიტიკა
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 22 მაისი 2024
დღეს, 14 მაისს, ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციებს, სტუდენტების მასშტაბური გაფიცვისა თუ საქართველოს დასავლელი პარტნიორების მოწოდებებისა და გაფრთხილებების მიუხედავად, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე რუსული კანონი მესამე, საბოლოო მოსმენით დაამტკიცეს. 84 მომხრე, 30 წინააღმდეგი - ასეთია კენჭისყრის შედეგები.

კენჭისყრას კვლავ არ ესწრებოდა მმართველი უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე, რომელმაც რუსულ კანონს პირველი მოსმენისას მხარი დაუჭირა.

პირველი ორი მოსმენით, რუსული კანონი 83 ხმით მიიღეს. მესამე მოსმენის კენჭისყრაზე რუსული კანონის 84-ე მხარდამჭერი პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე იყო. მეორე მოსმენისას, იგი აშშ-ში მივლინებაში იმყოფებოდა.

რუსულ კანონს მხარი კვლავ დაუჭირეს მაჟორიტარმა დეპუტატებმა კახეთიდან - დავით სონღულაშვილმა და ირაკლი ქადაგიშვილმა.

მესამე მოსმენით რუსული კანონის მხარდამჭერ დეპუტატთა სია ასე გამოიყურება:

  1. ზაზა ლომინაძე;
  2. დავით მათიკაშვილი;
  3. სამველ მანუკიანი;
  4. ლევან მაჭავარიანი;
  5. ლევან მგალობლიშვილი;
  6. ირაკლი მეზურნიშვილი;
  7. გოგი მეშველიანი;
  8. ირაკლი მეძმარიაშვილი;
  9. სავალან მირზოევი;
  10. გივი მიქანაძე;
  11. იმედა ნიკურაძე;
  12. ანტონ ობოლაშვილი;
  13. ბექა ოდიშარია;
  14. ანრი ოხანაშვილი;
  15. შალვა პაპუაშვილი;
  16. გელა სამხარაული;
  17. ნიკოლოზ სამხარაძე;
  18. ვიქტორ სანიკიძე;
  19. დავით სონღულაშვილი;
  20. გიორგი სოსიაშვილი;
  21. ალექსანდრე ტაბატაძე;
  22. ნოდარ ტურძელაძე;
  23. ირაკლი ქადაგიშვილი;
  24. ლევან ქარუმიძე;
  25. მერაბ ქვარაია;
  26. სალომე ქურასბედიანი;
  27. ალუდა ღუდუშაური;
  28. თენგიზ შარმანაშვილი;
  29. ირაკლი შატაკიშვილი;
  30. გიორგი ჩაკვეტაძე;
  31. გოდერძი ჩანქსელიანი;
  32. ქეთევან ჩარკვიანი;
  33. ვასილ ჩიგოგიძე;
  34. გიორგი ცაგარეიშვილი;
  35. ბეჟან წაქაძე;
  36. ნინო წილოსანი;
  37. ხატია წილოსანი;
  38. გრეტა წიწავა;
  39. შოთა ხაბარელი;
  40. გიორგი ხახუბია;
  41. სალომე ჯინჯოლავა;
  42. გიორგი ბარვენაშვილი;
  43. გია ბენაშვილი;
  44. რიმა ბერაძე;
  45. მაია ბითაძე;
  46. ანზორ ბოლქვაძე;
  47. ელისო ბოლქვაძე;
  48. მაკა ბოჭორიშვილი;
  49. ელგუჯა გოცირიძე;
  50. ბექა დავითულიანი;
  51. ალექსანდრე დალაქიშვილი;
  52. ზაურ დარგალი;
  53. ისკო დასენი;
  54. ზაალ დუგლაძე;
  55. გოჩა ენუქიძე;
  56. გია ვოლსკი;
  57. ირმა ზავრადაშვილი;
  58. ირაკლი ზარქუა;
  59. არჩილ თალაკვაძე;
  60. ედიშერ თოლორაია;
  61. რატი იონათამიშვილი;
  62. ლადო კახაძე;
  63. გიორგი კახიანი;
  64. კახა კახიშვილი;
  65. პაატა კვიჟინაძე;
  66. ბაია კვიციანი;
  67. ირაკლი კირცხალია;
  68. სუმბატ კიურეღიანი;
  69. ლევან კობიაშვილი;
  70. რესან კონცელიძე;
  71. მარიამ ლაშხი;
  72. დიმიტრი სამხარაძე.
  73. დავით კაჭარავა;
  74. გურამ მაჭარაშვილი;
  75. სოზარ სუბარი;
  76. ეკა სეფაშვილი;
  77. ვიქტორ ჯაფარიძე;
  78. ირაკლი (დაჩი) ბერაია;
  79. ზაალ მიქელაძე;
  80. დიმიტრი ხუნდაძე;
  81. მიხეილ ყაველაშვილი;
  82. ავთანდილ ენუქიძე;
  83. ფრიდონ ინჯია;
  84. გივი ჭიჭინაძე.
პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქცია, "კი ევროპას, არა რუსულ კანონს!" ამ წუთებშიც გრძელდება.

პარლამენტმა სამი მოსმენით მიღებული რუსული კანონი 10 დღის ვადაში უნდა გადაუგზავნოს პრეზიდენტს. თავის მხრივ, პრეზიდენტს ეძლევა 2-კვირიანი ვადა იმისთვის, რომ ხელი მოაწეროს ან ვეტო დაადოს კანონპროექტს.

საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია, რომ სალომე ზურაბიშვილი კანონპროექტს ვეტოს დაადებს. კონსტიტუციით განსაზღვრული არ არის, რა დროის მონაკვეთში უნდა განიხილოს პარლამენტმა პრეზიდენტის მიერ მოტივირებული შენიშვნებით დაბრუნებული კანონპროექტი. ვეტოს დაძლევას კი იმდენივე ხმა სჭირდება, რამდენიც კანონპროექტის მიღებას.
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია