კახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

3 მაისიდან გურჯაანის მუნიციპალიტეტში საზოგადოებრივი ტრანსპორტი ამოქმედდება

საზოგადოება
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 22 მაისი 2024
დღეს, 1 მაისს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტით (M3 კატეგორია) მგზავრობის ტარიფისა და შეღავათების დადგენის, ასევე, მოძრაობის მარშრუტის დამტკიცების შესახებ ისაუბრეს.

აღნიშნული საკითხები საკრებულოს სხდომაზე ნანა ჭაბუკაძემ წარადგინა.

ავტობუსებით ტრანსპორტირების სტანდარტულ ღირებულებად 1.00 ლარი, ხოლო საშეღავათო ღირებულებად 50 თეთრი განისაზღვრა. გურჯაანის მერიის გადაწყვეტილებით, სკოლის მოსწავლეებისთვის მგზავრობა უფასო იქნება.

საშეღავათო ფასებით ისარგებლებენ:
  • პენსიონერები
  • საქართველოს უკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირები, დევნილები
  • ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანები
  • შშმ პირები
  • გურჯაანის მუნიციპალიტეტში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 ათასს
  • მრავალშვილიანი მშობელი, რომელიც რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და სარეიტინგო ქულა არ აღემატება 150 ათასს
  • მარტოხელა მშობლლის სტატუსის მქონე პირები, რომლებიც რეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და სარეიტინგო ქულა არ აღემატება 150 ათასს

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის, გიორგი მაჭავარიანის თქმით, უკვე დადგებილია შესაბამისი მარშრუტები, რა მიმართულებითაც ავტობუსები იმოძრავებენ.

„გურჯაანის მუნიციპალიტეტში ავტობუსები სამი მაისიდან დაიწყებს მოძრაობას.
მერიამ, გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოზე ჩაუშვა შემდეგი ინიციატივა - წარდგენილი იყო მუნიციპალიტეტში მოძრაობის მარშრუტები და ტარიფები. ორივე საკითხი საკრებულომ დაამტკიცა, ძალაში შევიდა.

ტარიფი იქნება ავტობუსის 1 ლარი. იქნება შეღავათები ნახევარფასიანი და მოსწავლეებზე იქნება უფასო მგზავრობა.
მარშრუტი იქნება როგორც ქალაქში მოძრაობის, ასევე იქნება კალაური-კახიფრის მიმართულებით, კარდენახის მიმართულებით და კაჭრეთის მიმართულებით,“ - ამბობს გიორგი მაჭავარიანი. 




ცნობისთვის, გადახდა განხორციელდება საქართველოს ბანკის პლასტიკურო ბარათებით.

შეღავათიანი ტარიფით მოსარგებლე მოქალაქეებმა, მათზე მორგებული სპეციალური პლასტიკური ბარათის ასაღებად, აუცილებელია მიმართონ საქართველოს ბანკის ფილიალებს.
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია