გურჯაანში მუნიციპალური ტრანსპორტის ამოქმედებასთან დაკავშირებით,
საზოგადოებაში უკვე გაჩნდა დამატებითი კითხვები: როგორი იქნება
მოძრაობის მარშრუტი, საათები, გადახდის მექანიზმი, ანუ, რამდენხანს
ექნება ვადა ერთხელ აღებულ ქვითარს და ა.შ.
ამ საკითხის გასარკვევად speqtri.ge-მ გურჯაანის მუნიციპალიტეტის
მერიას მიმართა. როგორც მერიაში აცხადებენ, 3 დღე ტრანსპორტი სატესტო
რეჟიმში იმოძრავებს.
„სამუშაო დრო, პირველ ეტაპზე, 07:00 - დან 19:00 მდე იქნება.
შევხედავთ მერე მგზავრობას და იმის მიხედვით გავზრდით დროს.“ -
განმარტეს მერიაში.
რაც შეეხება გადახდის მექანიზმს, ჯერჯერობით უცნობია რამდენწუთიანი
შეღავათი ექნება პროგრამას.
„შეღავათს რას შეეხება, საქართველოს ბანკი ვერ ამბობს ამ ეტაპზე
რამდენწითიანი შეღავათი ექნება პროგრამას, სატესტოდ რომ გავა
ტრანსპორტი ეს სამი დღე, მერე გვეცოდინება 40-წუთიან შეღავათს
აკეთებს, ერთსაათიანს თუ არა,“ - ამბობენ მერიაში.
მათივე ინფორმაციით, გადახდის ბილეთებს მონიტორინგი შეამოწმებს.
მგზავრობის საფასურის გადახდა მოხდება საქართველოს ბანკის ბარათებით.
ვისზეც
საშეღავათო ტარიფი მოქმედებს, მათ შესაბამისი
საბუთი უნდა წარადგინონ ბანკში, რომ სპეც ბარათი დაუმზადონ.
ვისაც არც შეღავათი აქვს და არც საქართველოს ბანკის ბარათი, იმას
ბარათს ბანკი უფასოდ მისცემს.
შეგახსენებთ, რომ მუნიციპალური ტრანსპორტი მოძრაობას 3 მაისიდან
დაიწყებს. მოძრაობის მარშრუტი შეგიძლიათ იხილოთ
ლინკზე.