კახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

31 ივლისს ჩუმლაყსა და ყიტაანში გაზი გაითიშება

საზოგადოება
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 18 სექტემბერი 2024
შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ინფორმაციით, 31 ივლისს ჩუმლაყსა და ყიტაანში 07:00 საათიდან 16:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეწყდება. ამის მიზეზი ჩუმლაყის გაზგამანაწილებელ სადგურში მიმდინარე სარემონტო სამუშაოებია.

„გაცნობებთ, რომ შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია ჩუმლაყის გაზგამანაწილებელ სადგურში სარემონტო სამუშაოებს განახორციელებს.
აღნიშნული ვითარების გათვალისწინებით მ/წ 31 ივლისის 07:00 საათიდან 16:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდებათ აღნიშნული გაზგამანაწილებელი სადგურის მომხმარებლებს.კერძოდ გურჯაანის მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლებს: ჩუმლაყსა და ყიტაანს.

ბუნებრივი გაზის მიწოდება გამორთულ გაზგამანაწილებელ სადგურში სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება, ხოლო მოსახლეობისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდებას შესაბამისი გაზგამანაწილებელი კომპანია ეტაპობრივად განახორციელებს,“ - აღნიშნულია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია