სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
18 სექტემბერი 2024
გურჯაანის ნატო ვაჩნაძის სახლ-მუზეუმში ნატოობა - მსახიობის
დაბადებისა და გარდაცვალების 120 წლისთავი მასშტაბურად აღინიშნა. წელს
პირველად საფუძველი ჩაეყარა კინო-კონკურსს “ელისო”, რომლის
გამარჯვებულებიც “თიბისიმ”, “კოკა-კოლამ” და “თეგეტა მოტორსმა”
დააჯილდოეს.
ნატო ვაჩნაძის ფონდის საბჭოს ერთსულოვანი გადაწყვეტილებით, "ნატო
ვაჩნაძის პრემიის"" გამარჯვებული წელს ქალბატონი მზექალა შანიძე
გახდა. გამარჯვებულს გურჯაანის საბიბლიოთეკო და სამუზეუმო
გაერთიანებისგან ფულადი ჯილდო გადაეცა.
პრემიის მიზანია ქალთა ხმების გაძლიერება და ქალი პროფესიონალების
დაფასება. სწორედ იმ ქალების, რომლებიც პოპულარიზაციას უწევენ
სხვადასხვა დარგს, სფეროს, და თავად წარმოადგენენ ახალი თაობის
სტიმულს, მხარს უჭერენ და გამბედაობას უნერგავენ ახალგაზრდა ქალებს,
რომ გახდნენ დამოუკიდებელი პროფესიონალები.
ნატო ვაჩნაძის 120 წლის იუბილე მისი შვილთაშვილის ნატალია ჯუღელის,
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის და ა(ა)იპ გურჯაანის საბიბლიოთეკო
და სამუზეუმო გაერთიანების ორგანიზებით აღინიშნა.