შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

საქართველოში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდება

საზოგადოება
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 21 მარტი 2020
პრემიერ მინისტრმა, გიორგი გახარიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე  განაცხადა, რომ მთავრობა მიმართავს პრეზიდენტს, რომ 21 აპრილამდე საგანგებო ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდეს.

„ჩვენ არაერთი ღონისძიება გავატარეთ, რაც მიმარული იყო იმისთვის, რომ შეგვეჩერებინა ვირუსის გავრცელების პირველი ეტაპი, რაც იყო უცხო ქვეყნებიდან შემოსული ვირუსის გავცელების პირველი ეტაპი. ახლა არის აშკარა ფაქტი, რომ გადავდივართ შიდაგავრცელებაზე.“-ამბობს გახარია.

მისივე თქმით, სახელმწიფოს ძირითადი ამოცანაა იზრუნოს თავის მოქალაქეებზე.


საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანება დაუყოვნებლივ გადაეცემა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, რომელიც ბრძანების გადაცემისთანავე იღებს გადაწყვეტილებას მისი თანახელმოწერის თაობაზე. ხელმოწერის შემდეგ ბრძანება დასამტკიცებლად საქართველოს პარლამენტს გადაეცემა.
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია