შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

რომ გეუბნებიან შორი-შორს დადექითო, ეს ყველაფერი თქვენთვის არის - ილია მეორე

საზოგადოება
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 22 მარტი 2020
„გეუბნებიან, შორი-შორს დადექითო, ეკლესიის გარეთ დადექითო, ეს ყველაფერი თქვენთვის არის, ეს ყველაფერი იოლი შესასრულებელია, მთავარია, რომ უფალთან ვიყოთ. რომ ვამბობთ „ჩვენთან არს ღმერთი, ეს არის მთავარი“- განაცხადა ამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, ილია მეორემ ბრძანა.

პატრიარქის თქმით, დაწყებულია სულიერი განწმენდა ადამიანისა.
„მტკიცედ იდექით, წყალობა და მადლი ღვთისა თანამავალია ყოველთა დღეთა ცხოვრებისა ჩვენისათა. არ შეგეშინდეთ, უფალი ჩვენთან არს, დალოცვილები იყავით, ჩვენთან არს ღმერთი". მე ასევე მინდა შეგახსენოთ, რომ სახლში უნდა გქონდეთ ნაკურთხი წყალი, ყოველდღე უნდა ისხუროთ ნაკურთხი წყალი, თქვენ შვილებს, თქვენ ოჯახს, სახლს, კარ-მიდამოს და ბოროტი სული ვერ მოგეახლებათ თქვენ. თქვენ ბრძანდებით და ჩვენ ვართ რჩეულნი ღვთისანი და ჩვენ ვმადლობთ უფალს. გაიხარეთ“.

საქართველოში გუშინ საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, რაც პრემიერის განცხადებით, გულისხმობს იმასაც, რომ 10 კაცზე მეტის შეკრება იზღუდება. თუმცა, ეს აკრძალვა ეკლესიას და წირვა-ლოცვას არ შეხებია.

აქვე შეგახსენებთ, რომ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას პარლამენტის 115-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი და პრეზიდენტის მიერ გამოცემული დეკრეტი დაამტკიცა.



დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია