შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ჯეო ჰოსპიტალსის" ამბულატორია მუშაობის განსხვავებულ ფორმატზე გადადის

საზოგადოება
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 24 მარტი 2020
გურჯაანში არსებული სამედიცინო კლინიკის "ჯეო ჰოსპიტალსის" ამბულატორია, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, მუშაობის განსხვავებულ ფორმატზე გადადის. ინფორმაციას გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, იმის გამო, რომ კლინიკაში მისვლისას არ გახდეს საჭირო რიგში დგომა და არ მოხდეს ჯანმრთელი პაციენტის დაინფიცირება, მიღებულია შემდეგი ზომები:

„პაციენტმა კლინიკაში მისვლამდე უნდა დარეკოს ცხელ ხაზზე 032 2 505 222 და ოპერატორის მეშვეობით შეავსოს მოკლე კითხვარი, რომლის მიხედვით მოხდება განსაზღვრა პაციენტი საჭიროებს ოჯახის ექიმთან ვიზიტს თუ კლინიკაში კონსულტაციას; პაციენტის ჩივილებიდან და მდგომარეობიდან გამომდინარე, შესაძლებელია ოჯახის ექიმის ბინაზე ვიზიტი; საჭიროების შემთხვევაში მოხდება გადაუდებელი სასწრაფო დახმარების 112-ის გამოძახებაც, რომელიც პაციენტს კლინიკის სტაციონარულ განყოფილებაში მოათავსებს.“

შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსის ამ დროისთვის 61 დადასტურებული შემთხვევაა. მათ შორის გამოჯანმრთელებულია - 8.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება - 3222 პირი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 237 პაციენტია.



დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია