შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

სადეზინფექციო სამუშაოების განხორციელებაში სურსათის ეროვნული სააგენტო ჩაერთვება

საზოგადოება
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 24 მარტი 2020
ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის მიზნით, თბილისსა და რეგიონებში სადეზინფექციო სამუშაოების განხორციელების პროცესში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალიზებული ტექნიკა და სპეციალისტთა ჯგუფები ჩაერთვებიან.

„კორონავირუსთან ბრძოლის ღონისძიებების დაწყების პირველივე დღეებიდან, სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალური ტექნიკა გამოყენებულია საზღვრებზე, სადაც ყველა ტვირთის შემოსვლისას დამუშავება ხდება. სააგენტოს სპეციალისტები ის ადამიანები არიან, რომლებიც არაერთ რთულ ღონისძიებაში იღებენ მონაწილეობას და დიდი გამოცდილება აქვთ. ჩვენი სპეციალისტები ბოლნისსა და მარნეულში, კარანტინში შემსვლელ-გამომსვლელ მანქანებსაც ამუშავებენ სპეციალური სადეზინფექციო ხსნარებით, რომელიც დაავადებათა კონტროლის ცენტრთან არის შეთანხმებული და აბსოლუტურად უვნებელია მოსახლეობისთვის. ჩვენი მძიმე ტექნიკა დღეს საკარანტინო ზონაში გაიგზავნება, სადაც დიდი სივრცეების დამუშავებას მოვახდენთ. რაც შეეხება თბილისს, მოხდება კრიტიკული საჯარო ინფრასტრუქტურის დამუშავება, რათა დაავადების გავრცელების რისკი მინიმუმამდე დავიყვანოთ”, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა.

მინისტრის განცხადებით, საჭიროების შემთხვევაში, სპეციალური ტექნიკით დეზინფექცია განმეორდება.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია