შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

რა რეკომენდაციები დაუწესეს სილამაზის სალონებს

საზოგადოება
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 16 მაისი 2020
ჯანდაცვის სამინისტრომ შეიმუშავა რეკომენდაციები კონკრეტულად სილამაზის სალონებისა და ესთეტიური ცენტრებისათვის, რომლებიც მუშაობას 18 მაისიდან განაახლებენ. ამ წესების დაცვა სავალდებულოა როგორც დამსაქმებლისთვის, ისე დასაქმებულისა და მომხმარებლისთვისაც.


ძირითადი რეკომენდაციები:
  • რიგებისა და ადამიანთა თავშეყრის თავიდან აცილების მიზნით, მომხმარებელთა მიღება უზრუნველყავით წინასწარი დაჯავშნის სისტემის გამოყენებით იმგვარად, რომ არ მოხდეს ობიექტის შიდა სივრცეში მომხმარებლის მოცდა (წინასწარი ჩაწერით მომსახურება);
  • მიაწოდეთ ინფორმაცია დასაქმებულებსა და მომხმარებლებს ვირუსთან დაკავშირებული პრევენციული ღონისძიებების შესახებ;
  • სამუშაო სივრცეში აკონტროლეთ მომხმარებელთა რაოდენობა - საერთო სივრცეში უზრუნველყავით შენარჩუნდეს 5მ2 ფართზე 1 მომხმარებლის დაშვების შესაძლებლობა (აღნიშნული ფართი მოიცავს ერთ მომხმარებელზე ერთ მომსახურე პერსონალს), ხოლო თითოეულ სამუშაო უბანს შორის დაიცავით უსაფრთხო დისტანცია (არანაკლებ 2 მ). იმ შემთხვევაში, თუ ვერ ხერხდება 2 მეტრიანი დისტანციის დაცვა, სივრცეების იზოლირებისთვის შესაძლებელია ისეთი ბარიერების (მოძრავი კედლები/შირმა და სხვ.) გამოყენება, რომელიც ექვემდებარება რეცხვა/დეზინფექციას;
  • სამუშაოს დაწყებამდე სალონებმა და ესთეტიკური მედიცინის ცენტრებმა, რომელთაც ჰყავთ 20 და მეტი დასაქმებული, უნდა განახორციელონ დასაქმებულების/ვიზოტორების ყოველდღიური თერმოსკრინინგი (ობიექტზე შესვლის წინ);
  • შესასვლელებში განათავსეთ დეზობარიერი, შესაბამისი სავალდებული ნიშნის მითითებით;
  • იმ შემთხევაში, როდესაც პროცედურა ითვალისწინებს მოცდის პერიოდს, განისაზღვროს კონკრეტული ადგილი მომხმარებლის განსათავსებლად, რომელიც დაშორებული იქნება არანაკლებ 2 მეტრის დისტანციით სხვა პირებისგან;
  • ანგარიშსწორებისას უპირატესობა მიანიჭეთ ბარათს.

მომხმარებლის მიმართ გასატარებელი პრევენციული ღონისძიებები:
  • მომხმარებელი გამოცხადდეს მომსახურების მისაღებად დათქმულ დროსა და ადგილზე (რიგის თავიდან ასაცილებლად);

  • არ გამოცხადდეს მომსახურების სივრცეში ინდივიდუალური დაცვის საშუალების გარეშე. სავალდებულოა ნიღბის გამოყენება;
  • მომსახურების სივრცეში შესვლისთანავე ჩაიტაროს ხელის ჰიგიენა.

  • დაიცვას ადმინისტრაციის მიერ განსაზღვრული წესები და პრევენციული ნორმები.

შენიშვნა: იმ შემთხვევაში, როდესაც სასალონე მომსახურება ითვალისწინებს სახის, ხელის ან/და ფეხის პროცედურას, ხდება მხოლოდ ჩარევის ზონის შესაბამისი ინდივიდუალური დაცვის საშუალების მოხსნა (მაგ. სახის პროცედურების დროს მოიხსნას ნიღაბი). პროცედურის ჩატარების დროს დაცული უნდა იყოს მომხმარებლებს შორის 2 მეტრიანი დისტანცია, ხოლო მომსახურების გამწევი პირი აღჭურვილი უნდა იქნეს სათანადო ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით.


დამსაქმებლის ვალდებულებები:

  • განათავსოს თვალსაჩინო ადგილას განცხადებები COVID-19-ის პრევენციული ღონისძიებების შესახებ;
  • სალონის შესასვლელში, დასაქმებულებისა და ვიზიტორებისთვის, განათავსოს ხელის ანტისეპტიკური საშუალებები;
  • უზრუნველყოს დასაქმებულები და ვიზიტორები ხელის დაბანის გამართული საშუალებებით (ხელსაბანი ნიჟარა, თხევადი საპონი და ხელის გასამშრალებელი ერთჯერადი ხელსახოცები);
  • უზრუნველყოს სამუშაო ადგილები ერთჯერადი ხელსახოცებითა და სუფთა პირსახოცებით;
  • უზრუნველყოს დასაქმებულები, სამუშაოს სპეციფიკის გათვალისწინებით შესაბამისი ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით:
  1. იმ პროცედურების წარმოებისას, როდესაც შესაძლებელია კონტაქტი სისხლთან და ბიოლოგიურ სითხეებთან ერთჯერადი ხელთათმანების გამოყენება.
  2. იმ პროცედურების წარმოებისას, როდესაც შესაძლებელია სისხლისა და ბიოლოგიური სითხეების გაფრქვევა, დამცავი ტანსაცმელისა და სათვალის გამოყენება.
  3. ნიღბებით ნებისმიერი პროცედურების დროს. ნიღბების შეცვლა უნდა განხორციელდეს
  4. დაბინძურების შესაბამისად, მაგრამ არაუმეტეს 4 საათში ერთხელ.
  • მიაწოდოს ინფორმაცია დასაქმებულებს ინდივიდუალური დაცვისა და ჰიგიენური საშუალებების სწორად გამოყენებასა და შემდგომში მათ შენახვა/მოხსნაზე;
  • უზრუნველყოს გამოყენებული თეთრეულის ცვლისა და რეცხვის მართებული რეჟიმის დაცვა.
  • სამუშაო ადგილებზე განათავსოს ხშირად შეხებადი ზედაპირების დასამუშავებელი სადეზინფექციო საშუალებები და უზრუნველყოს მათი სწორად მოხმარების პრაქტიკა (პერსონალის ინფორმირება/ტრენირება).
  • უზრუნველყოს სამუშაო პროცესში გამოყენებული ინსტრუმენტებისა და აღჭურვილობის დეზინფექცია/სტერილიზაცია „ტექნიკური რეგლამენტი - საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში ესთეტიკური და კოსმეტიკური პროცედურების წარმოებისას ინფექციების პრევენციისა და კონტროლის სანიტარიული ნორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 14 სექტემბრის №473 დადგენილების შესაბამისად.
  • პერიოდულად, დღეში რამდენჯერმე, უზრუნველყოს სამუშაო სივრცეების/სათავსების ბუნებრივი ვენტილაცია. ბუნებრივი ვენტილაციის შეუძლებლობის შემთხვევაში, უზრუნველყოს ხელოვნური ვენტილაცია გარედან შემოსული ჰაერის გაზრდილი კონცენტრაციით;
  • უზრუნველყოს დასაქმებულთა/მომხმარებელთა მიერ გამოყენებული ერთჯერადი ხელსახოცებისა, თუ სხვა გამოყენებული ჰიგიენური ნარჩენებისთვის დახურული კონტეინერების განთავსება, რომელშიც ჩაფენილი იქნება ერთჯერადი პლასტიკური პაკეტი. ნარჩენების პარკის ამოღება და განკარგვა მოახდინოს ერთჯერადი ხელთათმანების გამოყენებით. უზრუნველყოს ასეთი ნარჩენების დროული გატანა შესაბამისი პირის/სამსახურის მიერ;
  • მომსახურებისთვის ანგარიშსწორების მაგიდა უზრუნველყოს გამჭვირვალე ბარიერით, უკიდურეს შემთხვევაში დასაქმებული სხვა ინდივიდუალური დაცვის საშუალებებთან ერთად, აღჭურვოს დამცავი ფარით;
  • ყოველი სამუშაო დღის შემდგომ უზრუნველყოს სამუშაო სივრცის სველი წესით დალაგება სადეზინფექციო საშუალებების გამოყენებით.
  • დამსაქმებელი ვალდებულია ამ რეკომენდაციების შესრულებაზე განახორციელოს კონტროლი.


დასაქმებულთა ვალდებულებები:

დასაქმებულებმა სამუშაო ადგილზე უნდა უზრუნველყონ შემდეგი ღონისძიებების დაცვა:

  • ხელების ადეკვატური ჰიგიენა (სპირტის შემცველი ხელის საწმენდი საშუალებების გამოყენება იმშ ემთხვევაში, როცა ვერ ხერხდება ხელების დაბანა. ხილული დაბინძურების, ან ბიოლოგიური სითხეების მოხვედრისას ხელების წყლითა და საპნით დაბანა სავალდებულო წესით);
  • ინდივიდუალური დაცვის საშუალებების სრული კომპლექტის გამოყენება სამუშაოს სპეციფიკის გათვალისწინებით;
  • შესაბამისი ასეპტიკური პრაქტიკა;
  • სტერილიზაციისა და დეზინფექციის კარგი პრაქტიკა;
  • თითოეული სამუშაო ადგილის ზედაპირებისა და აღჭურვილობის დასუფთავება, წმენდა, დეზინფექცია ყოველი მომხმარებლის მიღებამდე და მის შემდგომ;
  • ხელებით თვალებზე, ცხვირზე და პირზე შეხებისაგან თავის შეკავება, მუშაობის პერიოდში თმის შეკვრა/მჭიდროდ დამაგრება, რათა მაქსიმალურად შეიზღუდოს თმის სახის ზედაპირთან შეხება.
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია