შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

საბანკო სესხები სამი თვით კიდევ გადავადდება

საზოგადოება
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 21 მაისი 2020
მთავრობამ, საბანკო სექტორთან ერთად, მიიღო გადაწყვეტილება, რომ იმ მოქალაქეებს, ვინც ანტიკრიზისული გეგმით კომპენსაციის მიმღებთა სიაშია, საბანკო სესხები კიდევ სამი თვით ავტომატურად გადაუვადდეთ. - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გირგი გახარიამ განაცხადა.


მისივე განმარტებით, იგივე მომსახურების მიღება შეეძლებათ იმ მოქლაქეებსაც, რომლებსაც შემოსავალი შეუმცირდათ და თავისი ნებით მიმართავენ ბანკს.

„ყველა იმ მოქალაქეს, რომელმაც დაკარგა სამსახური და რომელსაც სახელმწიფო, თავისი სოცლიალური ანტიკრიზისული გეგმით ეხმარება, შემდგომიი სამი თვის განმავლობაში ავტომატურად გადაუვადდება სესხის მომსახურება.
, გარდა ამისა ყველა იმ მოქალაქეს, რომელსაც შეუმცირდა შემოსავალი და აქვს საბანკო კრედიტი და რომელიც თავისი სურვილით მიმართავს ბანკს, ასევე მოხდება მისი საკრედიტო პროცენტის გადასახადის გადავადება სამი თვით და ყველაფერი ეს მოხდება პროცენტის კაპიტალიზაციის გარეშე, რაც არის უკიდურესად მნიშვნელოვანი“ - განაცხადა გახარიამ.


დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია