შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

შიდა ბაზარზე წელს ველოდებით დაღმასვლას- ნათია თურნავა

ეკონომიკა
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 25 ივნისი 2020
დღეს მთავრობის სხდომის შემდგომ გამართულ ბრიფინგზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.
ნათია თურნავამ აქცენტი გააკეთა მსოფლიოში არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობაზე, რომელიც საქართველოზეც ახდენს გავლენას.
„მსოფლიოში ძალიან მძიმე ეკონომიკური მდგომარეობაა, ახლახან გამოქვეყნდა სავალუტო ფონდის განახლებული მსოფლიო ეკონომიკის პროგნოზი, რომელიც კიდევ უფრო გაუარესებულია. გლობალურად მსოფლიოში მოსალოდნელია სულ მცირე 4,9%-ით ეკონომიკის შემცირება, მათ შორის 10%-მდე არის პესიმისტური ეკონომიკური დაცემის პროგნოზი ევროპულ ქვეყნებში. ეს, რა თქმა უნდა, არ შეიძლება არ აისახებოდეს საქართველოზე, რადგან მიუხედავად ყველა ჩენი მცდელობისა, საქართველო არის გლობალური ეკონომიკის ნაწილი. ჩვენი კომპანიების მდგომარეობა დიდად არის დამოკიდებული საგარეო ვაჭრობაზე, ბევრია ექსპორტზე ორიენტირებული, ამიტომ თუ რა ხდება საექსპორტო ბაზრებზე ეს მნიშვნელოვანია, ზოგი იმპორტზეა დამოკიდებული და აქაც მნიშვნელოვნი პრობლემები და შეფერხებებია. რა თქმა უნდა, შიდაბაზარზეც წელს ველოდებით დაღმასვლას,“ - განაცხადა ნათია თურნავამ.

მისივე თქმით, შესაძლოა კონკრეტულ კომპანიებს გაუუარესდეს ფინანსური მდგომარეობა და ანტიკრიზისული გეგმაც სწორედ ამის საწინააღმდეგოდ არის მიმართული. ნათია თურნავა ამბობს, რომ საქართველოს მთავრობა შეეცდება კომპანიებმა მაქსიმალური დახმარება მიიღონ.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია