შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა 27 ივნისიდან იქნება შესაძლებელი

საზოგადოება
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 26 ივნისი 2020
საგრანტო კონკურსის მონაწილეები და მაგისტრობის კანდიდატები საგამოცდო ბარათების ამობეჭდვას 27 ივნისიდან შეძლებენ.

გამოცდების ცენტრის ხელმძღვანელის სოფიო გორგოძის განმარტებით, ბარათთან ერთად აბიტურიენტებს მიეწოდებათ ინფორმაცია გამოცდაზე დასაშვები ნივთების თაობაზეც:
“ხვალიდან 12 საათის შემდეგ აბიტურიენტებს, საგრანტო კონკურსის და მაგისტრობის მსურველებს შეეძლებათ თავიანთი საგამოცდო ბარათი, მათი პირადი გვერდიდან ამობეჭდონ. შეგახსენებთ, რომ საგამოცდო ბარათი არის ის დოკუმენტი, რომელიც პირადობასთან ერთად უნდა იქონიოთ საგამოცდო ცენტრში გამოცხადების დროს. მნიშვნელოვანია, რომ კარგად დააკვირდნენ აბიტურიენტები, თუ რომელ დღეს აქვთ გამოცდა, რომელი სესია აქვთ და რა დროს უნდა გამოცხადდნენ საგამოცდო ცენტრში. აქვე არის მითითებული ის ნივთები, რომლებიც შუეძლიათ შეიტანონ საგამოცდო ცენტრში. წყლის და კლამის შეტანა ადრეც შეიძლებოდა, ამას დაემატა პირბადე”, – აღნიშნა გორგოძემ.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია