შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

კახეთში რისკჯგუფში შემავალი ადამიანების ტესტირება მოხდება

საზოგადოება
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 27 ივნისი 2020
კახეთის რეგიონში ყოველთვიურად, რისკ ჯგუფში შემავალი დაახლოებით 10 000 ადამიანის ტესტირება მოხდება. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის კახეთის რეგიონული სამსახურის ხელმძღვანელმა, ნელი ხიზანიშვილმა განაცხადა.

„მიზნობრივი ტესტირების რისკ ჯგუფები გაფართოვდა და დაემატა სხვა რისკ ჯგუფები, რომელთა აღრიცხვა მოხდება. აღნიშნულ შეხვედრაში მონაწილეობდნენ საზოგადოებრივი ჯანდაცვის წარმომადგენლები, რომლებიც უშუალოდ ატარებენ მონიტორინგს და უშუალოდ ახორციელებენ ტესტირებას მათ სამოქმედო ტერიტორიაზე. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ: მუნიციპალიტეტების მერები და სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები, მათ მოგვაწოდეს იმ ადამიანთა სია, რომლებიც ექვემდებარებიან ტესტირებას. განისაზღვრა შესაბამისი კონტიგენტი და ეს რიცხვი დაახლოებით 10 000-ის ფარგლებშია, თუმცა ეს რიცხვი შეიძლება დაკორექტირდეს, იმის მიხედვით, როდესაც საბოლოო სიები გვექნება“ - აღნიშნა მან.




დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია