შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

საზღვარგარეთ თვითდასაქმებული მოქალაქეები კომპენსაციას მიიღებენ

საზოგადოება
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 29 ივნისი 2020
საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც თვითდასაქმებულები იყვნენ საზღვარგარეთ, სახელმწიფოსგან 300 ლარის ოდენობით კომპენსაციას მიიღებენ. შესაბამისი ცვლილება მთავრობის N388 დადგენილებაში შევიდა.

დადგენილების მიხედვით კომპენსაციას მიიღებენ მოქალაქეები რომლებსაც 2019 წელს უფიქსირდებათ საზღვრის კვეთა არანაკლებ 60-ჯერ;ანდა 2019 წლის მარტის თვიდან ოქტომბრის თვის ჩათვლით პერიოდში უფიქსირდებათ საქართველოს ფარგლებს გარეთ ყოფნა 30-იდან 120 კალენდარული დღის ჩათვლით.

მოქალაქეებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციის (საზღვრის კვეთა) საფუძველზე ეძლევათ შესაძლებლობა, სარეგისტრაციო პორტალზე დარეგისტრირდნენ კომპენსაციის მიმღებ პირებად. რეგისტრაციის ბოლო ვადა 15 ივლისია.




დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია