შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

თელავში ხეები ახლადდაგებულ ასფალტში მოაყოლეს

საზოგადოება
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 29 ივლისი 2020

„ნაციონალური მოძრაობის“ თელავი-ყვარელი-ლაგოდეხი-ახმეტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, გიორგი ბოტკოველმა სოციალურ ქსელში ვიდეო გაავრცელა, სადაც ჩანს, რომ თელავში ალაზნის გამზირზე, ასფალტის საფარის დაგების დროს, ხეების ძირებიც მოაყოლეს.

არის თუ არა ეს დარღვევა და ვინ ჩაიბარა სამუშაოები, ამის შესახებ თელავის მერიას მივმართეთ. მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის, დავით ქსოვრელიშვილის განმარტებით, ეს ჩვეულებრივი სამუშაო პროცესია.
„დღესვე შემოჭრიან ასფალტის საფარს, გაალამაზებენ და ბორდიურს ჩაუსხამენ. ანუ ასფალტი აღარ იქნება ხეების გარშემო. ჩვენ გვყავს ზედამხედველი მიჩენილი, რომელიც ყველაფერს აკონტროლებს. მერია იბარებს დასრულებულ სამუშაოს. ეს არ არის დარღვევა.“

სანამ ჩვენ საკითხს ვარკვევდით, ალაზნის გამზირზე უკვე დაიწყეს ასფალტის საფარის შემოჭრა.


დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია