შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

30 ივლისი წმინდა მარინეს ხსენების დღეა

საზოგადოება
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 30 ივლისი 2020
მართლმადიდებლური სამყარო 30 ივლისს წმინდა მარინეს ხსენების დღეს აღნიშნავს.  წმინდა დიდმოწამე მარინე ანტიოქიაში წარმართი ქურუმის ოჯახში დაიბადა. დედით დაობლებულის ზრუნვა მამამ ძიძას მიანდო, რომელმაც იგი ქრისტიანული ერთგულებით აღზარდა.

როდესაც იმპერატორმა დიოკლიტიანემ მართლმორწმუნეთა დევნა დაიწყო, ქრისტიანების დასასჯელად ანტიოქიაში ეპარქი ოლიბრი გაგზავნა. იგი მარინეს სილამაზით მოიხიბლა და გადაწყვიტა სარწმუნოების უარყოფასა და ცოლობაზე დაეყოლიებინა. თუმცა, ვერც მუქარამ და ვერც პირფერობამ გაჭრა. ქალწულმა სჯულის შეცვლაზე უარი თქვა. განრისხებულმა ეპარქმა, მისი წამება ბრძანა. წმინდა მარინემ უფლის მეოხებით, არაერთი განსაცდელი დაითმინა. ბოლოს კი მას თავი მოჰკვეთეს.

ჯვაროსნების მიერ 1204 წელს კონსტანტინოპოლის აღებამდე წმიდა მარინეს უხრწნელი ნაწილები პანტეპონტის მონასტერში განისვენებდა. სხვა ცნობებით, 908 წლამდე ისინი ანტიოქიაში ესვენა, აქედან კი იტალიაში გადააბრძანეს. ათონზე, ვათოპედის მონასტერში დაცულია დიდმოწამის ერთი მკლავი; მეორე კი საქართველოში, ზუგდიდის მუზეუმშია დასვენებული.


დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია