შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ირაკლი ქადაგიშვილმა მუშაობის ოთხი წელი შეაჯამა

საზოგადოება
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 01 აგვისტო 2020
ირაკლი ქადაგიშვილი კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის სტატუსით ბოლოჯერ შევხვდა მედიის წარმომადგენლებს და სახელმწიფო რწმუნებულის თანამდებობაზე მუშაობის 4 წელი შეაჯამა.


მისი თქმით, დიდი პატივი იყო კახეთის მოსახლეობის ინტერსების ლობირება და კახეთის განვითარებაზე ზრუნვა. მან ჟურნალისტებს შეახსენა ის პროექტები რაც რეგიონში ბოლო ოთხი წლის მანძილზე განხორციელდა.
„აშენდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების 10 ახალი შენობა რვავე მუნიციპალიტეტში, სამი ინოვაციების ცენტრი თელავში, ახმეტასა და გურჯაანში, ახალი საბავშვო ბაღებისა და საჯარო სკოლების მშენებლობა - რეაბილიტაცია, მიუსაფარ ცხოველთა პირველი რეგიონული თავშესაფარი, გზების მშენებლობა, არაერთი პროექტი წყალმომარაგების გაუმჯობესებისთვის, რომელიც უკვე განხორციელდა, თუმცა ჯერ კიდევ გამოწვევას წარმოადგენს წყალმომარაგების საკითხი ჩვენი რეგიონის რიგ მუნიციპალიტეტებში, ამიტომ ამ კუთხით მუშაობა კვლავ აქტიურად გრძელდება. რაც შეეხება ტურიზმს, ამაყად ვიტყვი, რომ კახეთის ცნობადობა მნიშვნელოვნად გაიზარდა, მედიაში ხშირად ვრცელდებოდა კახეთის განვითარების ჩემეული ხედვა, რომ კახეთში, აეროპორტი " მიმინო" ჯერ შიდა ფრენებისთვის, შემდეგ კი საერთაშორისო ფრენების მისაღებად ამოქმედდებოდა, რომ თუშეთამდე მისაღწევად, რთული, გეოგრაფიულად საშიში და ექსტრემალური გზის გარდა საბაგირო გზით მიაღწევდა ტურისტი. მინდა გითხრათ, რომ ეს პროექტები დღის სინათლეს იხილავს და რეალიზებული გახდება. კახეთში, ჩემი ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში, თელავისთვის და თუშეთისთვის განაშენიანების რეგულირების გეგმები დამუშავდა და შეიქმნა, რაც მნიშვნელოვანი შენაძენია, ორივე მუნიციპალიტეტის სამომავლო განვითარების გზაზე.“-აღნიშნა მან.


დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია