შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

თელავში 13 და 14 წლის დებს ეძებენ

სამართალი
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 08 სექტემბერი 2020
თელავში ორ არასრულწლოვანს ეძებენ.  13 და 14 წლის დები ლიკა და მარიამ დემინაშვილები, რომლებიც ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შაქრიანში ცხოვრობენ, ბებიასთან თელავში წავიდნენ.
მას შემდეგ რაც ქალმა გაიგო, რომ არასრულწლოვნები თბილისში წასვლას გეგმავდნენ, სამარშუტო ტაქსიში თავად ჩასვა და ისევ სოფელში დაბრუნება სცადა, თუმცა გოგონები თელავი- ყვარლის დამაკავშირებელ გზაზე ჩამოვიდნენ. მოზარდები რამდენიმე საათის წინ გაუჩინარდნენ.

ახალგაზრდებს სამართალდამცველები ინტენსიურ რეჟიმში ეძებენ.  გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. 


დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია