შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

პროექტი "თელავური შემოდგომა" დაიწყო

კულტურა
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 08 სექტემბერი 2020
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, პროექტი ,,თელავური შემოდგომა,, დაიწყო. პროექტის ფარგლებში, ყოველ შაბათს და კვირას თელავის ცენტრალურ მოედანზე სხვადასხვა სახის აქტივობა მოეწყობა.
შაბათ-კვირას ქალაქის ცენტრალურ მოედანზე ადგილობრივი მეწარმეების, ფერმწერების, ხელნაკეთი ნივთების ავტორების და დეკორატორების ნამუშევრები გამოიფინა.

ღონისძიების ფარგლებში, დამთვალიერებლებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მონაწილეობა მიეღოთ სხვადასხვა დარგში გამართულ მასტერკლასებში, უფასოდ დაეგემოვნებინათ ტკბილეული და ბიო ღვინო.

ღონისძიება ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლების და მუსიკალური ბენდის ,,ღამურები,, კონცერტმა დაასრულა.

როგორც speqtri.ge-ს თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში განუცხადეს, პროექტი სექტემბრის ბოლომდე გაგრძელდება.
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია