შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

გურჯაანის ბაღებისთვის ჰიგიენური საშუალებები შეიძინეს

საზოგადოება
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 11 სექტემბერი 2020
გურჯაანის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების გაერთიანებამ, COVID- 19-ის წინააღმდეგ შემუშავებული რეკომენდაციების გათვალისწინებით საბავშვო ბაგა- ბაღებისთვის დასუფთავებისათვის განკუთვნილი ინვენტარი შეიძინა.

სკოლამდლი სააღმზრდელო გაერთიანების ხელმძღვანელის ლელა თევდორაშვილის განმარტებით, ინვენტარი ყველა საბავშვო ბაგა- ბაღს გადაეცემა.
„შევიძინეთ:ნაგვის ურნები, სანიტაიზერები, უკონტაქტო თერმომეტრები წყალგაუმტარი წინსაფრები. გარდა ჰიგიენური და სადეზინფექციო საშუალებების შეძენისა, ჩვენ აგრეთვე მოვამზადეთ საინფორმაციო ფურცლები ბაგა- ბაღების პერსონალისთვის, თუ როგორ უნდა მოხდეს ყველა სარეკომენდაციო წესის გათვალისწინება, COVID- 19- ის თავიდან ასაცილებლად. ამ საინფორმაციო ფურცელს ყველა თანამშრომელი მიიღებს,"- განაცხადა მან.

შეგახსენებთ, რომ საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი პირველ ოქტომბერს დაიწყება.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია